„სი ჩერტო“ იღებს ვალდებულებას, დაიცვას თქვენი კონფიდენციალობა და თქვენი პერსონალური მონაცემები. წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ შემუშავებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და განმარტავს, თუ როგორ ვახორციელებთ „ჩვენი“ რეგისტრირებული მომხმარებლების („მომხმარებელი“, „თქვენ“,„თქვენი“) პერსონალური მონაცემებისა და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, გაზიარებას და დაცვას. პოლიტიკა ასევე განსაზღვრავს „თქვენ“ არჩევანს „თქვენი“ პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან, წვდომასთან, კორექტირებასა და წაშლასთან დაკავშირებით.
თუ „თქვენ“ არ ეთანხმებით მონაცემთა დამუშავების იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია ამ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“, „თქვენ“ არ უნდა გამოიყენოთ „სი ჩერტოს“ რომელიმე სერვისი.
■ ამ ვებგვერდის გამოყენება ჩაითვლება იმის ნიშნად, რომ თქვენ წაიკითხეთ, გაიაზრეთ და დაეთანხმეთ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკით“ განსაზღვრულ მეთოდებსა და პოლიტიკას და თანახმა ხართ, „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ სავალდებულო იყოს „თქვენთვის“.
■ წინამდებარე დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ „თქვენ“ ეთანხმებით „თქვენი“ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გამჟღავნების იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“.
■ თუ „თქვენ“ „სი ჩერტო“ ვებგვერდს იყენებთ სხვა ადამიანის სახელით (მაგალითად, თქვენი შვილის), „თქვენ“ უნდა განაცხადოთ, რომ უფლებამოსილი ხართ: (I) ამ ადამიანის სახელით აღიაროთ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ და (II) ამ ადამიანის სახელით დაეთანხმოთ მის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, გაზიარებისა და დაცვის იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“.
1. პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება
„სი ჩერტო“ აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ მოგეწოდოთ სერვისები და საუკეთესო გზით დავაკმაყოფილოთ „თქვენი“ საჭიროებები, ასევე, სტატისტიკური ანალიზისა და ბიზნესის კვლევისთვის მხოლოდ აგრეგირებული ან დეპერსონალიზებული ფორმით.
„ჩვენ“ პატივს ვცემთ „თქვენ“ კონფიდენციალობას და ამიტომ, დასამუშავებელი პერსონალური მონაცემები:
ა.მუშავდება კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ;
ბ.გროვდება მკაფიო, კონკრეტული და ლეგიტიმური მიზნებისთვის და მხოლოდ ამ მიზნების შესაბამისად;
გ.არის ადექვატური, რელევანტური და გადაუჭარბებელი იმ მიზნებისთვის, რომელთათვისაც მუშავდება;
დ.არის ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, ხდება მათი განახლება;
ე.ინახება იმ ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ინახება ასეთი მონაცემთა დამუშავების მიზნებისთვის საჭირო ვადის განმავლობაში.
„თქვენ“ ეთანხმებით ზემოხსენებული მიზნებისთვის ასეთი ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას „სი ჩერტო“ მიერ. ინფორმაცია, რომელსაც „თქვენგან“ შევაგროვებთ და დავამუშავებთ, შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:
•„თქვენი“ სახელი და გვარი;
•მოწყობილობა, რომელსაც ვებგვერდისთვის იყენებთ;
•თქვენი საცხოვრებელი მისამართი (ქვეყანა, ქალაქი და მისამართის სხვა დეტალები);
•საკონტაქტო მონაცემები (როგორიცაა: ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);
•დემოგრაფიული მონაცემები (როგორიცაა, სქესი და დაბადების თარიღი);
•„თქვენი“ პირადი ნომერი ან რომელიმე სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და მისი გამცემი ქვეყანა;
2. კონფიდენციალობის გარანტიები
2.1„თქვენ“ პასუხისმგებელი ხართ იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელსაც გვაწვდით (მაგალითად: როგორიცაა „თქვენი“ საკონტაქტო მონაცემები ანგარიშის რეგისტრაციისას). „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაასწოროთ, წაშალოთ უზუსტობა ან შეიტანოთ მასში ცვლილება. „ჩვენ“ მივიღებთ შესაბამის ზომებს, შეძლებისდაგვარად სწრაფად შევიტანოთ მოთხოვნილი ცვლილებები იმ დროისთვის მოქმედ „ჩვენს“ მონაცემთა ბაზებში. თუ „თქვენ“ მიერ მოწოდებული რაიმე ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია (ან აღარ შეესაბამება სინამდვილეს, აღარ არის ზუსტი, მოძველდა ან არასრული გახდა), ან/და „სი ჩერტო“ საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ „თქვენ“ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია, „ჩვენ“ უფლება გვაქვს, შეგიწყვიტოთ „სერვისების“ მოწოდება.
2.2თუ „თქვენ“ გსურთ, „თქვენი“ ანგარიშის დეაქტივაცია ან გაუქმება ან/და გვთხოვთ, აღარ გამოვიყენოთ „თქვენი“ ინფორმაცია „თქვენთვის“ „სერვისების“ მოსაწოდებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: contact@badagonihome.com. „ჩვენ“ გვაქვს უფლება, შევინახოთ „თქვენი“ ინფორმაცია მანამ, სანამ აქტიურია „თქვენი“ „სერვისების“ ანგარიში და საჭიროა „თქვენთვის“ „სერვისების“ მოწოდება. ასეთ ინფორმაციას “ჩვენ” არ შევინახავთ იმაზე მეტი ვადით, ვიდრეს ეს აუცილებელია იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც ხდება ინფორმაციის კანონიერად გამოყენება ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაზე მეტი ხნით. „ჩვენ“ შესაძლოა, მოვახდინოთ „თქვენი“ მონაცემების დეპერსონალიზება და აგრეგირება და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ შენახვა, „ჩვენი“ სერვისების უფრო ეფექტიანად მიწოდების მიზნებისათვის, თუმცა, დეპერსონალიზებულ მონაცემებს „ჩვენ“ გამოვიყენებთ მხოლოდ ანალიტიკური/სტატისტიკური მიზნებისთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „თქვენ“ მიერ თანხმობის გამოხმობის ან ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში, “სი ჩერტო“ ვეღარ მოგაწოდებთ სერვისებს და/ან შეწყვეტს „თქვენთან“ ნებისმიერ ურთიერთობას.
2.3თუ „თქვენ“ არ გსურთ, მიიღოთ სარეკლამო და მარკეტინგული კატეგორიის ინფორმაცია სერვისების შესახებ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@badagonihome.com.
2.6 სიჩერტო არ ახორციელებს კონტროლს იმ საიტებზე, რომლებიც ძიების შედეგად ან ბმულების სახით, გამოჩნდება მის „სერვისებში“. ამ სხვა საიტებმა შესაძლოა, თავიანთი მოკლე საინფორმაციო ფაილები (ე.წ. ქუქი-ფაილები) ან სხვა ფაილები განათავსონ „მომხმარებლის“ მოწყობილობაზე, შეაგროვონ მასზე ინფორმაცია ან მოსთხოვონ „მომხმარებელს“ პერსონალური ინფორმაცია, რაზეც „სი ჩერტო“ პასუხს არ აგებს და სრულად იხსნის პასუხისმგებლობას ასეთზე. შესაბამისად, „სი ჩერტო“ არ იძლევა გარანტიას ასეთი ვებ-გვერდების მონაცემთა დაცვის მეთოდებზე და მათზე განთავსებული ინფორმაციის, მონაცემების, ტექსტის, პროგრამის, ხმის, ფოტოების, გრაფიკების, ვიდეოების, გზავნილების ან სხვა მასალის სიზუსტის, სანდოობის ან ხარისხის თაობაზე. თუ „თქვენ“ გადაწყვეტთ, რომ ეწვიოთ მიბმულ მესამე პირის ვებ-გვერდს, აღნიშნულზე სრულ რისკს მთლიანად „თქვენ“ იღებთ. „სი ჩერტო“ მოუწოდებს „მომხმარებელს“, წაიკითხოს/გამოარკვიოს მესამე პირთა მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.
2.7 „სი ჩერტო“ ატარებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს, რომ დაიცვას მისი კონტროლის ქვეშ არსებული პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირებისა და უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევითი დაკარგვისგან. თუმცა, „სიჩერტო“ არ არის პასუხისმგებელი „მომხმარებლის“ რაიმე ზიანზე, რომელიც მას მიადგება „მომხმარებლის“ იმ ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომის შედეგად დაკარგული ან მოპარული მონაცემების გამო, რომლითაც „მომხმარებელი“ იღებს „სერვისებს“.
2.8 „სი ჩერტო“ უზრუნველყოფს უსაფრთხოების სათანადო ზომებისა და პროცედურების არსებობას, მას გააჩნია სრულყოფილი დოკუმენტირებული ინფორმაციული უსაფრთხოების პროგრამა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც განსაზღვრულია მმართველობითი, ტექნიკური, საოპერაციო და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც თანაბარზომიერია შეგროვებული ინფორმაციისა და „ჩვენი“ ბიზნესის თავისებურებისა.
2.9„ჩვენ“ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით „თქვენ“ უფლებას კონფიდენციალურობასა და მონაცემების დაცვის თაობაზე და გარდა წინამდებარე “მონაცემთა დაცვის პოლიტიკით“ განსაზღვრული შემთხვევებისა, „თქვენს“ პერსონალურ ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კანონი, ზედამხედველი ან სამართალდამცავი ორგანო, ან/და, თუ საკუთარი უფლებების ან სხვათა უფლებების დასაცავად, ადამიანებისა და ქონებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, თაღლითობასა ან საკრედიტო რისკთან საბრძოლველად ან „სიჩერტო“ წესებისა და პირობების“ ასამოქმედებლად ან გასავრცელებლად „სიჩერტო“ თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილად ჩათვლის, გამჟღავნდეს „თქვენი“ პერსონალური მონაცემები.
2.10„მომხმარებლებისთვის“ „სერვისების“ მიწოდებისთვის მიზნით, „სიჩერტო“ უფლებამოსილია, ინფორმაცია მიაწოდოს იმ კონტრაქტორებს, რომლებიც „სიჩერტო“ სახელით ან მასთან ერთად მუშაობენ ვებგვერდის გამართულ ფუნქციონირებაზე. ასეთ შემთხვევაში, „თქვენ“ აცხადებთ თანხმობას, „თქვენი“ პერსონალური მონაცემების მხოლოდ აღნიშნული მიზნით კონტრაქტორებისთვის გაზიარების თაობაზე.
2.11„მომხმარებლის“ შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია „ჩვენი“ თანამშრომლების, აგენტების, პარტნიორებისა და მესამე პირებისთვის მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის საფუძველზე და მის ფარგლებში. ამასთანავე, „ჩვენს“ თანამშრომლებს ვაკისრებთ კონფიდენციალობის დაცვის მკაცრ ვალდებულებებს.
2.12ზემოთქმულის მიუხედავად, „სიჩერტო“ არ არის პასუხისმგებელი „ჩვენი“ პარტნიორების/„პროვაიდერების“ და მესამე პირების მიერ „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების დაცვაზე ან გავრცელებაზე, როდესაც აღნიშნული ქმედება სცდება ასეთ პარტნიორებსა და მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებს. გარდა ამისა, „სიჩერტო“ არ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების რაიმე ფორმით დარღვევაზე ან მესამე პირის ქმედებაზე ან მოვლენებზე, რომლებიც სცდება „სიჩერტო“ გონივრული კონტროლის ფარგლებს, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: სახელმწიფოს/მთავრობის ქმედებები, კომპიუტერში ჰაკერული შეღწევა, კომპიუტერულ მონაცემებსა და შენახვის მოწყობილობასთან არაუფლებამოსილი წვდომა, კომპიუტერის მწყობრიდან გამოსვლა, უსაფრთხოებისა და შიფრის დარღვევა, ინტერნეტ მომსახურების ან „მომხმარებლის“ სატელეფონო სერვისის უხარისხობა და სხვა.
3. ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში
„ჩვენ“ უფლება გვაქვს, ნებისმიერ დროს განვაახლოთ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“. „მომხმარებლის“ პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაში ან „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“ არსებითი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილებების თაობაზე შეტყობინებას განვათავსებთ ვებ-გვერდში და „თქვენ“ შესაძლებლობა გექნებათ, „სერვისების“ მოხმარებამდე გაეცნოთ შეცვლილ პირობებს. თუ „თქვენ“ არ დაეთანხმებით განხორციელებულ ცვლილებას და აღარ ისურვებთ „სერვისების“ მიღებას, „თქვენი“ ანგარიშის დეაქტივაციისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: contact@badagonihome.com. თუ სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, არსებული „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ ვრცელდება ყველა ინფორმაციაზე, რომელიც “სიჩერტო“ გააჩნია „თქვენსა“ და „თქვენი“ ანგარიშის შესახებ.
4. თანხმობა წინამდებარე პოლიტიკაზე
„თქვენ“ აღიარებთ, რომ წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ წარმოადგენს „სიჩერტო“ წესებისა და პირობების“ ნაწილს და უპირობოდ აცხადებთ, რომ, თუ ვებ-გვერდის და მისი „სერვისების“ „მომხმარებელი“ გახდებით „თქვენ“: (i) ეთანხმებით „მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“ და (ii) ეთანხმებით „სიჩერტო“ მიერ „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას, შეგროვებას, დამუშავებასა და/ან გამჟღავნებას იმ ფორმით და იმ მიზნებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა“ და „სიჩერტო“ წესებსა და პირობებში“ .
5. მისამართი კონფიდენციალობის და მონაცემთა დაცვის უფლების თაობაზე კითხვებისთვის
თუკი რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ ან „თქვენი“ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, გამოყენებისა და გამჟღავნების მეთოდების შესახებ, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@badagonihome.com. „ჩვენ“ მივმართავთ ყველა შესაძლო ძალისხმევას, რომ სწრაფად გიპასუხოთ ნებისმიერ თხოვნაზე, შეკითხვასა ან წუხილზე, რომელიც შესაძლოა, გაგიჩნდეთ „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.
გარკვეულ შემთხვევებში, „თქვენ“ სარგებლობთ მონაცემთა დაცვის შემდეგი უფლებებით:
•შესწორების უფლება. „თქვენ“ გაქვთ უფლება, შეასწოროთ „თქვენი“ ინფორმაცია, თუ ის არ არის სწორი ან სრული.
•თანხმობის გამოხმობის უფლება. „თქვენ“ ასევე გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გამოიხმოთ „თქვენი“ თანხმობა, სადაც „სიჩერტო“ ესაჭიროება „თქვენი“ თანხმობა „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის დასამუშავებლად. თუ „თქვენ“ აღარ გსურთ, რომ „სიჩერტომ“ დაამუშაოს „თქვენი“ პერსონალური ინფორმაცია, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: contact@badagonihome.com. თანხმობის ასეთი გამოხმობა გამოიწვევს „თქვენი“ “სიჩერტო“ ანგარიშის გაუქმებას.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ასეთ თხოვნაზე რეაგირებამდე, „ჩვენ“ გვაქვს უფლება, მოგთხოვოთ „თქვენი“ პირადობის დადასტურება/ვინაობის ვერიფიკაცია.
„თქვენ“ გაქვთ უფლება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესაბამის სამსახურში შეიტანოთ საჩივარი „ჩვენ“ მიერ „თქვენი“ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების თაობაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შემდეგი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://personaldata.ge/en